29 სექტემბერი, 2020

ყურადღებით მოუსმინეთ გია ნიკოლაძეს

პოეტი, კომპოზიტორი და მომღერალი გია ნიკოლაძე თითოეულ ჩვენთაგანს მოგვმართავს და საკუთარი ლექსის სტრიქონების ყურადღებით წაკითხვას გვირჩევს:

“ყველა თავისას მისტირის.
პოზი თუ ოპოზიცია.
ზოგს მისი ნება ადარდებს…
ზოგს ნების ინკვიზიცია…
ან წარსულს ვეღარ ინელებს…
დაუტუსაღეს და-ძმანი…
ან აახიეს ბიზნესი…
ან დაუხიეს მაქმანი…
თუ მკიხავ რასა ვმიზეზობ?
გეტყვი მიზეზი დიდია…
ეს ჩვენი ტურფა ქვეყანა
სულ ყველას ფეხზე ჰკიდია…
ყველას თავისი ადარდებს…
სხვისი უმალვე წყინდება…
მათი შემყურე ქვეყანა,
ვერასდროს ვერ გაბრწყინდება.
დაიმახსოვრე ძმობილო
ამ არჩევნებზე
რას ნახავ
და ისიც არ გაგიკვირდეს
მიტინგზე თუ დამინახავ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არავის.
თავს საქართველოს ვუნახავთ…
მესამე ძალას შევქმნით და
სიტყვასაც გამოუნახავთ…
ვერ შეაჩერებს ვერავინ,
ღვთისმშობლის ნებით რაც ხდება
და იმედი მაქვს ოცნება
ღმერთს რომ სურს
ისე ახდება…
ქვეყნად მრავალი წიგნია,
თორა, ყურანი, ბიბლია…
თუ დედამიწა ღმერთდება
ყოველი წიგნი ერთდება…
არ დაჭირდება მერწმუნე,
ოქროს არცერთი უნცია…
უფულოდ განვითარდება
მსოფლიო რევულუცია…”