14 სექტემბერი, 2020

ნოდარ დუმბაძის უზუსტესი წინასწარმეტყველება

მწერალი ნოდარ დუმბაძე 56 წლის ასაკში გარდაიცვალა და ამ მცირე დროში თავისი ნაწარმოებებით საკუთარი აღსასრული არაერთხელ იწინასწარმეტყველა.

ციფრი 14 მის ცხოვრებაში საბედისწერო აღმოჩნდა – 14-ში დაიბადა, 14-ში იქორწინა, 14-ში გარდაიცვალა. როგორც მისი პირველი შვილი მანანა დუმბაძე ამბობს, 24-ში დაიბადა და ერთი ციფრით აცდა საბედისწერო 14-ს.

ნოდარ დუმბაძემ რომანში “მარადისობის კანონი” სულ ერთ აბზაცში ჩაატია თავისი სათქმელი:

“მე ახლა ვცხოვრობ უზომო, განუსაზღვრელი სიყვარულით და ვიცი, რომ სიყვარულით გარდავიცვლები…
და ეს იქნება ჩემი უკანასკნელი გარდაცვალება, მე არაფერში აღარ აღვსდგები. მე დავრჩები მარადიულ სიყვარულში, ამიტომ ჩემთვის აღარ აქვს მნიშვნელობა როდის მოვკვდები… მე აღარ მეშინია სიკვდილის.”