11 სექტემბერი, 2020

ნიკოლოზ ხომასურიძე: “გამოღვიძების დროა!”

რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე დარწმუნებულია, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნამდვილი გამოღვიძების დროა და მოცდის დრო უბრალოდ აღარ არის:

“მმართველი პარტიის ოცეულის და მანამდე ოცდაათეულის წარდგენის შემდეგ, სამწუხაროდ, უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეროვნული კულტურის ფასი, განვითარება და მხარდაჭერა ჩვენს დღევანდელ ქვეყანაში უდრის 0-ს და ასეთ ვითარებაში მას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.

მე ვფიქრობ, მოცდის დრო აღარ არის და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნამდვილი გამოღვიძების დროა!”