24 სექტემბერი, 2020

ილო ბეროშვილის სამარცხვინო განცხადება

მსახიობი ილო ბეროშვილი ნამდვილად ძალიან შეცდა, როდესაც ყველაზე ცუდ ადამიანად გურამ შარაძე დაასახელა.

ის გადაცემა “თვითიზოლაციაში” სტუმრად იმყოფებოდა და სტუმრის შეკითხვაზე:

– ვინ არის ყველაზე ცუდი ადამიანი საქართველოში, თუ გინდა ცოცხლებიდან არ თქვა, რომ ვინმეს არ ეწყინოს.

ილო ბეროშვილმა კი უპასუხა:

– ცხონებული გურამ შარაძე.

დიახ, დიახ, არ მოგესმათ – მისთვის ყველაზე ცუდი ადამიანია ფილოლოგი და ისტორიკოსი გურამ შარაძე, ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ქართული ღირებულებების დაცვას მიუძღვნა და ის თბილისის ცენტრში 66 წლის ასაკში მოკლეს.

ილო ბეროშვილის განცხადებამ გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სრულიად სამართლიანად გააღიზიანა:

“ამ პერიფერიულ იუმორს ვერ ვუძლებ და არცერთ არხზე არ ვუყურებ. მეგობარმა ჩამიგდო ახლა. არსაიდან მოსულ ამ ვიღაც სირთა ბელადს ეკითხებიან, ყველაზე ცუდი ქართველიო და – ცხონებული (!) გურამ შარაძეო. სადაც სამართალია, ხომ უნდა აცხონო ახლა ეს მართლა პიტალო, მაგრამ სადაა სამართლი, მიშას მოაქვს კიევიდან… ვაი!”

ვიდეოს უყურეთ 4:35 წუთიდან