30 სექტემბერი, 2020

გურამ ლორთქიფანიძე დოდო აბაშიძეზე

მსახიობი გურამ ლორთქიფანიძე კოლეგაზე დოდო აბაშიძეზე ისტორიებს ხშირად იხსენებდა, თუმცა მათ შორის იყო ერთ-ერთი, რომლის მოყოლაც ლორთქიას განსაკუთრებით უყვარდა:

“დოდოს „ბაში-აჩუკში” იღებდნენ და წვერი ჰქონდა მოშვებული. ვაკის პარკთან ღია რესტორანი იყო. ერთხელ დოდო იქ მეგობრებთან ერთად მივიდა და გულიანი ქეიფიც გაჩაღდა. შემოვიდა ოთხი ახალგაზრდა, მგონი „კაგებეშნიკები”. რომ დალიეს, თვალში ამოიღეს დოდო და მისი წვერი. დაუწყეს დაცინვა და ხელიც წაატანეს წვერზე, მერე იარაღი ამოიღეს და გადაკეტეს რესტორანი.

დოდო მათ საქციელზე საშინლად გაბრაზრდა, ასე არ უნდაო და საშინელი დღე დააყენა – ისე ჩხუბობდა, როგორც ვეფხვი, ძლივს გამოგლიჯეს ოთხივე ხელიდან. ოთხივე ისე სცემა მარტო დოდომ, ვერც ერთი ფეხზე ვერ დგებოდა.

მეორე დღეს თბილისში ყველა დოდოზე ლაპარაკობდა.”