25 სექტემბერი, 2020

გია ჯაჯანიძის გაფრთხილება

ფსიქოლოგი და ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე გვაფრთხილებს თითოეულ ჩვენგანს, რომ თუ სიძულვილი შეგვიძლია, სიყვარული წაგვერთმევა:

“არიან ადამიანები, ვისაც სხვისი წარმატება უხარია, აბედნიერებს და კარგ ხასიათზე აყენებს.

არიან მადლიანები, მადლიერები და ნათელი ადამიანები.

… და არიან ადამიანები, ვისაც სხვისი უბედურება, გაჭირვება და მარცხი აბედნიერებს.

არიან დაუნახავი, უმადური და უგვანი ადამიანები.

ბოლოს რა სიკეთე გააკეთე, რით და როგორ გაახარე, რით და როგორ გააბედნიერე და ასარგებლე ადამიანებს?

ვისმა წარმატებამ, გამარჯვებამ და სიხარულმა გაგაბედნიერა?

თუ სიძულვილი შეგიძლია, იცოდე, რომ სიყვარული წაგერთმევა.

იყავი წინდახედული.”