1 სექტემბერი, 2020

დაუჯერეთ კონსტანტინე გამსახურდიას

კლასიკოსი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია ჟურნალ “ლომისში” 1922 წელს სტატიაში “ჩვენი კულტურპოლიტიკა” წერდა:

“დიმიტრი ყიფიანს ეგონა: რუსის მეფე კარგია, რუსის მეფეს საქართველო უყვარს და პატივს ცემს საქართველოს თავად-აზნაურობის ისტორიულ გარანტიებს. მხოლოდ რუსის მინისტრები არ ვარგან.

ნოე ჟორდანია და არჩილ ჯორჯაძე ფიქრობდნენ ერთ დროს: არ ვარგა არც რუსის მეფე, არც რუსის მინისტრები, არც რუსის ჟანდარმერია. ყველანი მტრულად განწყობილი არიან ჩვენდამი. კარგია რუსის დემოკრატია.

დღეს ზოგიერთები ფიქრობენ: ყველა-ყველა და რუსის მსახიობები და რუსის მწერალი – ეს კულტურის წარმომადგენელნი არიან. ჩვენ ისინი გვიყვარს.

ჩვენ კი სულ სხვანაირად ვფიქრობთ: ყველა კარგია თავის ადგილას, თავის დროს და თავის ქვეყანაში: ჩვენ გვაქვს ჩვენი გეზი, ჩვენი მწერლობა, ჩვენი კულტურპოლიტიკა და ყველას იმდენად დავაფასებთ, რამდენადაც ისინი ჩვენ ანგარშს გვიწევენ და სარგებლობას მოგვიტანენ“.