3 სექტემბერი, 2020

ასე დავიცვათ ქართული ენა!

ასე დავიცვათ ქართული ენა! ქართული ენა არაერთი პოეტისა თუ მწერლის მუზა გამხდარა. სამწუხაროდ, ჩვენი უმდიდრესი ენა ბარბარიზმებით სულ უფრო და უფრო ბინძურდება.

“არტ ინფო” გთავაზობთ სიტყვებს, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვამბობთ და გთხოვთ, რომ საუბრისას მათი ქართული შესატყვისი გამოვიყენოთ:

მესიჯი – შეტყობინება;

დამესიჯება – შეტყობინების მიწერა ან გაგზავნა;

სმაილი – სიცილაკი;

ივენთი – ღონისძიება;

ფრენდი – მეგობარი;

ფრენდლისტი – მეგობრების სია;

ლაიქი – მოწონება;

ანლაიქი – მოწონებაზე უარის თქმა;

რექვესტი – მოთხოვნა;

დაჰაჰავება – დაცინვა;

მემორი – მოგონება;

იუზერი – მომხმარებელი;

ნიკი – მეტსახელი;

ლოგინი – შესვლა;

ლოგაუთი – გამოსვლა;

გრუპი – ჯგუფი;

ვოლი – კედელი;

ფეიჯი – გვერდი;

დასინვა – ნახვა;

აფდეითი – განახლება;

ექაუნთი – ანგარიში;

დაშეარება – გაზიარება;

დათაგვა – მონიშვნა;

ფოლოვერი – გამომწერი, მიმდევარი;

ლაივი – პირდაპირი;

გაფაბლიკება – გასაჯაროება;

დაჩეკინება – დაწერტილება;

ლოქეიშენი – ადგილმდებარეობა;

ჰაშთაგი – ჩანიშვნა;

სქროლვა – დათვალიერება;

ნიუსფიდი – სიახლეები;

დაპოსტვა – გამოქვეყნება;

დაკლიკვა – დაწკაპუნება;

დაჰაიდება – დამალვა;

გოინგი – წასვლა;

დაკონფირმება – დათანხმება;

ნოტიფიკეიშენი – შეტყობინება;

ინბოქსი – მიღებული;

კომუნიკაცია – კავშირი;

სთორი – ამბავი.