23 სექტემბერი, 2020

აკაკი წერეთლის ფარული ტრფიალი

პოეტისა და მწერლის აკაკი წერეთლის ფარულ ტრფიალთან დაკავშირებით ცნობილია, რომ ის ტასო ბაგრატიონ-დავითაშვილს – ივანე მაჩაბლის მეუღლეს უძღვნიდა ლექსებს.

პოეტს არც იმან შეუშალა ხელი, რომ ტასო გათხოვლი იყო და არც იმან, რომ თავადაც მეუღლე ნატალია ბაზილევსკაია ჰყავდა.

37 წლის ივანე მაჩაბელმა და 22 წლის ტასო ბაგრატიონ-დავითაშვილი ცოლად მოიყვანა და ერთად 7 წელი იცხოვრეს.

აკაკი წერეთელმა და მისმა მეუღლემ კი მხოლოდ 1 წელი იცხოვრეს ერთად და ბიჭი – ალექსი შეეძინათ, რომელიც პეტერბურგში გაიზარდა.

50 წლის პოეტმა 20 წლის ტასოს პირველი ლექსი მიუძღვნა და ამის შემდეგაც ხშირად უძღვნიდა ლექსებს:

ტასოს

მე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით,
ვით პოეზია, როგორც ღვთაება
და შენს თვალებში მეხატებოდა
სასუფეველი და უკვდავება!…

მაგრამ ჯოჯოხეთს და ბოროტ სულებს
არ ასვენებდა ციური ძალა
და უკვდავების წმინდა წყაროში
ჩააწვეთწვეთეს შხამი, სამსალა!”

პ.ს. როდესაც ივანე მაჩაბელი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, აკაკი წერეთელი ეჭვმიტანილებს შორის აღმოჩნდა. მაჩაბლის დაკარგვის შესახებ სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ამბობდნენ, რომ ბოლოს ივანე მაჩაბელი სწორედ აკაკი წერეთელმა ნახა, იმასაც ამბობდნენ, რომ წერეთელმა ივანე მაჩაბლის სახით მეტოქე მოიშორა თავიდან, ამბობდნენ, რომ მაჩაბელმა გაიგო წერეთლის ტრფიალის შესახებ და მტკვარში თავი დაიხრჩო… ვერსიები ბევრია, თუმცა სიმართლე ამ დრომდე არ დადგენილა.