9 აგვისტო, 2020

უმაღლესი ჯილდო ანზორ ერქომაიშვილს

უმაღლესი ჯილდო ანზორ ერქომაიშვილსლოტბარი ანზორ ერქმაიშვილი უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელოვან მუსიკოსს ბრწყინვალების ორდენი გადასცა.
ანზორ ერქომაიშვილს სახელმწიფო ჯილდო ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის საზეიმოდ გადაეცა.

დაჯილდოების შემდეგ შეკრებილი სტუმრებისთვის საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელშიც ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა.