22 აგვისტო, 2020

თენგიზ თაქთაქიშვილი – უხუცესი ბუკინისტი

თენგიზ თაქთაქიშვილი - უხუცესი ბუკინისტითენგიზ თაქთაქიშვილი ბუკინისტებს შორის უხუცესია. მრავალფეროვანია მისი წიგნების კოლექცია, სადაც წიგნის მოყვარულებს უდიდესი არჩევანი აქვთ.

მართალია, მწერლობაზე ოცნებობდა, თუმცა სკოლის დირექტორად იმუშავა და სამსახურის დაკარგვის შემდეგ, წიგნების გაყიდვა დაიწყო. ყველაზე იაფი წიგნი 1 ლარი ღირს, ყველაზე ძვირი კი – 30 ლარი.

უხუცესი ბუკინისტი წიგნებს თბილისში აღმაშენებლის გამზირის 95 ნომერში ყიდის. ავტოფარეხი წიგნების ჯადოსნურ სამყაროდ აქვს ქცეული.

პროფესიით ფილოლოგს კითხვა ძალიან უყვარს. მისთვის კანონია, რომ ასაკის მიუხედავად ყოველდღიურად უნდა იკითხოს.

თუკი საყვარელ წიგნებზე ჰკითხავთ, აუცილებლად გეტყვით, რომ პირველ ადგილზე “ბიბლიაა”, შემდეგ მოდის “ვეფხისტყაოსანი” და “დავითიანი”. როგორც თავად ამტკიცებს, თითოეულ მათგანში დიდი საიდუმლოებებია დამალული.

უხუცესი ბუკინისტის წიგნებისადმი სიყვარული ბავშვობიდან დაიწყო. მისი ოჯახი უნიკალურ ბიბლიოთეკას ფლობდა. წიგნი პირველად იმის გამო გაყიდა, რომ ესწავლა, ახლა კი ყველას ეხმარება, რომ იშვიათი წიგნები მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ.