27 აგვისტო, 2020

თამარ მეფის განსაკუთრებული ისტორია

საქართველოს მეფეებში ერთ-ერთი რჩეული მეფე თამარი და მისი მეფობის ხანა საუკეთესოდ არის მიჩნეული.

ისტორიკოსების ცნობით, მეფე თამარი იყო გულმოწყალე და თავისი სწორი პოლიტიკით ქვეყანა გააძლიერა.

“არტ ინფო” გთავაზობთ ამბავს მეფე ქალზე, რომელიც მის განსაკუთრებულობაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ:

“თამარ მეფე წირვაზე წასასვლელად ემზადებოდა, როცა მოახსენეს – სასახლესთან მოხუცი დედაკაცი მოწყალებას ითხოვსო.

თამარმა ბრძანა, რომ მოხუცს ცოტა ხანს მოეცადა. წირვაზე მიმავალი კი, თავად მისცემდა მოწყალებას. თამარს მორთვამ ჩვეულებრივზე მეტი დრო წაართვა, განსაკუთრებით ძვირფასი ლალის სამკაულის გაკეთებამ დააგვიანა.

წირვაზე წასასვლელად გასულ მეფეს მოხუცი დედაკაცი სასახლის კართან აღარ დახვდა. წმიდა მეფე ძალიან შეწუხდა, თავის მორთვას ამდენი დრო რომ მოანდომა.

ტაძარში მიბრძანებული თამარი მთელი წირვის განმავლობაში გულმხურვალედ ლოცულობდა. წირვის ბოლოს მოწიწებით ემთხვია ჯვარს, შემდეგ კი ღვთისმშობლის ხატთან მივიდა, მოიხსნა ლალის სამკაული, ღვთისმშობელს შესწირა და თქვა:

– მე არ ვარ ამ ძვირფასი სამკაულის ტარების ღირსი, რადგან მან დღეს კეთილი საქმის გაკეთებაში – მაცხოვრის მცნების აღსრულებაში ხელი შემიშალა.”