28 აგვისტო, 2020

მარიამობის დღესასწაულზე წასაკითხი

მარიამობას წასაკითხი

28 აგვისტო მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღეა. მარიამობასთან დაკავშირებით ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა გურჯაანის ყველაწმინდას – ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა:

“გურჯაანის ყველაწმინდა, დაახლოებით VIII-IX საუკუნეები

გურჯაანის ყველაწმინდის ტაძარში მარიამობა განსაკუთრებით აღინიშნება ხოლმე. ეს იშვიათი არქიტექტურის ტაძარია არამხოლოდ საქართველოში. მას 2 გუმბათი აქვს.

ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და არაერთი თქმულება უკავშირდება. ერთ-ერთი კი ივერიის ღვთისმშობლის ხატს ეხება.

შაჰ-აბასის შემოსევების დროს, 1615 წელს მამებმა ხატი გადამალეს, რომელიც 200 წლის შემდეგ ღვთისმშობლის შეწევნით აღმოაჩინეს. წლების შემდეგ ამ ხატის კვალი კვლავ დაიკარგა.

ყველაწმინდის ტაძარში მისასვლელი გზა მოასფალტებულია. მთავარი გზიდან 2 კილომეტრით არის დაშორებული.

აღმოაჩინე ის, რაც შენია.”