11 აგვისტო, 2020

ივანე ჯავახიშვილის ისტორია არ არის ისტორია!

ივანე ჯავახიშვილის საბედისწერო გადაწყვეტილებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელს ივანე ჯავახიშვილს საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი ივანე ვაშაყმაძე ისტორიული აზროვნების ჩამორჩენაში ადანაშაულებდა:

ქართული ისტორიოგრაფიის მთავარი წამომადგენელი არის პროფ. ივ. ჯავახიშვილი. იდეოლოგიურად ის ძველი ფეოდალურ-ნაციონალისტური ქვეყნის წარმომადგენელია. მეთოდოლოგიურად ის მხოხავი ემპირისტია და ანტიმარქსისტული. განზოგადებას და სინთეთიურ აზროვნებას ის გაურბის, ხოლო მის ნაშრომებში თუ შეხვედებით სინთეთიურ აზროვნებას, ის აუცილებლად ნაციონალისტური ბუნების იქნება.

ამის გამო ისტორიული აზროვნება საქართველოში 1921 წლამდე ძალზე ჩამორჩენილი იყო და ნაწილობრივ ივ. ჯავახიშვილის მეოხებით ეხლაც ჩამორჩენილია. მრავალი წიგნები იწერებოდა, მაგრამ მათ ქონდათ ხასიათი ფაქტების შემოწმების – გენეალოგიის აღდგენისა, თარიღების გამოკვლევის და მეფეების პირადი ცხოვრების აღწერის“.

უმთავრესად ასეთ ჩამორჩელობაში ბრალი მიუძღვის პროფ. ივ. ჯავახიშვილს, თუმცა ჩვენ არ უარვყოფთ, რომ ფაქტების შეგროვების მხრივ ივ. ჯავახიშვილს აქვს დიდი ღვაწლი – მაგრამ მხოლოდ ფაქტების შეგროვების მხრივ. ამიტომ ივ. ჯავახიშვილის ისტორია არ არის ისტორია, როგორც მეცნიერება. საქართველოს მეცნიერული ისტორიის დამწერს ჯერ კიდევ უცდის საქართველოს ისტორია. ჯავახიშვილი და მისი მიმდევრები არ იცნობენ საზოგადოებრივ ფორმაციას, კლასთა ბრძოლის პრობლემებს. ისინი ისტორიის პერიოდიზაციას ქრონოლოგიის მიხედვით ახდენენ. ისტორიის ასეთი მეთოდოლოგია მე-18 საუკუნის ისტორიის მეთოდოლოგიას არ სცილდება და, რა თქმა უნდა, წარმოადგენს რეაქციონულ მიმართულებას.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ი. ჯავახიშვილმა მრავალი ნაშრომი გამოუშვა, მაგრამ წინმსვლელობა მეთოდოლიგიის მხრივ სრულიად არ ემჩნევა. მისი საქართველოს ეკონომიკის ისტორია სრულიად უვარგისია. ეს არ არის ეკონომიკური ისტორია, რადგანაც მასში ეკონომიკა სრულიად არაა გაგებული სწორად და მეთოდოლოგიურად, ჯავახიშვილის შემოქმედებაში წინსვლა კი არა, უკან დახევაა“.