6 აგვისტო, 2020

აუსრულეთ მთავარი სურვილი დუდანა მაზმანიშვილს

აუსრულეთ მთავარი სურვილი დუდანა მაზმანიშვილსპიანისტ დუდანა მაზმანიშვილს დაბადების დღეზე ერთი ყველაზე მთავარი სურვილი აქვს:

“დღეს ჩემი დაბადების დღეა და ერთი სურვილის ჩაფიქრების უფლება მაქვს. ყველაზე მეტად რაც თქვენგან გამიხარდება, ესაა:

2017 წელს, პირველად საქართველოში გაიხსნა ბავშვთა ჰოსპისი “ციცინათელების ქვეყანა”, რომელიც მართლაც ჯადოსნური ადგილია. ჰოსპისის მიზანია უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვა (რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობაც შეზღუდულია) და მათი ოჯახის წევრების თანადგომა. ჰოსპისი ფუნქციონირებს შემოწირულობებით და ყველა სერვისი უფასოა.

დონაცია შესაძლებელია როგორც ჰოსპისის ვებ გვერდიდან www.childrenshospice.org.ge, ასევე გადარიცხვით – საქართველოს ბანკი – GE31BG0000000368074900 მიმღები: ააიპ ბავშვთა ჰოსპისი; დანიშნულება – დუდის დაბ.დღე

საჩუქარზე მეტად გამიხარდება, თუ გააზიარებთ და ჩაურიცხავთ.

არ დაიზაროთ, რა!”