27 აგვისტო, 2020

არ გამოტოვოთ „ღამის სერენადების” პირდაპირი ტრანსლაცია

არ გამოტოვოთ  „ღამის სერენადების" პირდაპირი ტრანსლაცია27 აგვისტოს ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები” მე-12-ედ გაიხსნება.

ფესტივალის პირდაპირი ტრანსლაცია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა. პირველი ნაწილი 19 საათზე დაიწყება, მეორე ნაწილი კი – 20:30-ზე.

„ღამის სერენადებს“ გახსნიან თათა ლიჩელი (ფორტეპიანო) და გია ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი – თემურ ჯაიანის (პირველი ვიოლინო), ნიკა ბარათელის (მეორე ვიოლინო), მამუკა ბაბუაძის (ალტი) და გიორგი იმანოვის (ჩელო) შემადგენლობით.

არ გამოტოვოთ  „ღამის სერენადების" პირდაპირი ტრანსლაცია

მუსიკოსებმა გენერალური რეპეტიცია ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში უკვე გაიარეს, რომელსაც ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე და ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი დაესწრნენ.

 

არ გამოტოვოთ  „ღამის სერენადების" პირდაპირი ტრანსლაცია

„ღამის სერენადების“ გახსნის კონცერტი ცნობილი ქართველი კომპოზიტორის და პედაგოგის,  სულხან ცინცაძის 95 წლის იუბილეს ეძღვნება. იგი იყო   პროფესორი, საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1949–1991), საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი (1956–1991), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი (1965–1984).

სულხან ცინცაძემ მუსიკალური კარიერა 1940-იან წლებში დაიწყო ჩელოზე საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში. მის პირველ კომპოზიციაში ქართული ხალხური სიმღერა გამოიყენა და სიმებიანი კვარტეტისთვის მინიატურათა ნაკრების სახით გამოუშვა, რამაც უდიდესი წარმატება მოუტანა. ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება (1961) და სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება (1987), ასევე სტალინური პრემია (1950), შოთა რუსთაველის პრემია (1981) და ზაქარია ფალიაშვილის პრემია (1977).

ცინცაძის მუსიკის მასშტაბები, თავისი ფოლკლორულობის მიუხედავად, სცილდება ვიწრო ეროვნულ საზღვრებს  და გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. იგი არის რამოდენიმე ოპერის, საფორტეპიანო და კინომუსიკის ავტორი, მაგრამ  მისი ნამდვილი სტიქია გახლდათ სიმებიანი კვარტეტი. მან 12 სიმებიანი კვარტეტი დაგვიტოვა, როგორც მისი შემოქმედების ყველაზე დიდი საგანძური.

მსმენელისთვის შესრულდება სულხან ცინცაძის 4 საფორტეპიანო პრელუდია და საკვარტეტო მინიატურები.

„ღამის სერენადების“ პირველ საკონცერტო საღამოზე ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებების გარდა, აჟღერდება მორის რაველის ვალსი ფორტეპიანოსთვის და რობერტ შუმანის კვინტეტი ფორტეპიანოსა და სიმებიანი კვარტეტისთვის, ოპ. 44

ფესტივალზე ასევე შესრულდება ფერენც ლისტის „ნუგეში“. ნაწარმოები მარიამ დავითაშვილის ხსოვნას მიეძღვნება, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ფესტივალის შემოქმედებით ცხოვრებაში.

2 და 4 სექტემბერს კი ფესტივალი თბილისში გადმოინაცვლებს.

ფესტივალის დამაარსებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძვანელი გიორგი ისაკაძე.ფესტივალის მთავარი დირიჟორი მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი.

ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“მხარდამჭერები არიან:  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“. ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.

პარტნიორები: გერმანიის საელჩო, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ; Lenø Records; კომპანია ,,პსპ“, მსოფლიოს ტრენდული პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში; ღვინის კომპანია „Georgian Unique Wine” -2018 წლის წარმატებული ახალი  ბრენდი; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“.

პროექტის მედიამხარდამჭერები: აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; რუსთავი 2;   TV პირველი; „არტარეა“ ; ახალი ამბების სააგენტი „Pia.ge”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ–ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ჯორჯიანპრესი, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “ Messenger”;” ჯორჯიან პრესი“;ვიდეო–პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიო „ფორტუნა“ და პორტალი fortuna.ge