5 ივლისი, 2020

ზვიად ნაზღაიძის სამართლიანი მოთხოვნა

ზვიად ნაზღაიძის სამართლიანი მოთხოვნამუსიკოსი ზვიად ნაზღაიძე სრულიად სამართლიანად ითხოვს საჯაროდ კუთვნილი ჰონორარის მიღებას:

“ტელეკომპანია რუსთავი2-ის ხელმძღვანელობას!

ერთი წელია უშედეგოდ ვცდილობ მივიღო კუთვნილი ჰონორარი! ველაპარაკე და შევხვდი რამოდენიმე თქვენს თანამშრომელს (PR, ბუღალტერს, კანცელარიის წარმომადგენელს, დამლაგებელს, არ ვიცი ყველას ვისაც მივწვდი)… ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ, თქვენი თანამშრომლები ან არ პასუხობენ ზარებს და წერილებს, ან ბლოკავენ ჩემს ნომერს! არიან აგრესიულები, უპასუხისმგებლოები და საშინლად პოლიტიზირებულნი. პოლიტიკას არანაირი კავშირი არ აქვს სამოქალაქო უფლებებთან: მიიღო კუთვნილი გასამრჯელო, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

ადამიანის კანონიერი უფლებების დარღვევასთან ერთად, მორალურ კანონებსაც უხეშად არღვევთ და მიბიძგებთ, რომ მივიღო უკიდურესი გადაწყვეტილებები!

კიდევ ერთხელ მოვითხოვ, რომ უმოკლეს ვადაში ჩამერიცხოს კუთვნილი ჰონორარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავ ბრძოლის ყველანაირ ფორმას!

P.S: აქვე ვურთავ ხელშეკრულების ნომერს, რომ არქივში ძებნისას დრო არ დაკარგოთ. (ხელშეკრულება N: 23.04.2019TEC (6) )”