9 ივლისი, 2020

ვაჟა ხაჩიურის უნიკალური ნამუშევრები

ვაჟა ხაჩიურის უნიკალური ნამუშევრებიპროფესიით ენერგეტიკოსი ვაჟა ხაჩიური ძველი საკერავი მანქანის დეტალებით უნიკალურ ნამუშევრებს ქმნის.

ჰობად ქცეულმა საქმემ უკვე 6 წელია თითბერისაგან პატარა ნივთების შექმნა დააწყებინა. დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრებმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ყველა ნამუშევარი ორიგინალის იდენტურია.

ვაჟა ხაჩიური სტიმპანკის მიმართულებით საქართველოში ერთადერთი მაღალი დონის ხელოვანია:

“ნამუშევრები ძირითადად ძველი საკერავი მანქანის დეტალებით არის დამზადებული, ასევე გამოყენებულია თითბერი, ბრინჯაო, ორგმინა, მერქანი, ტყავი და დიოდური სანათები. ყველა ნამუშევარს აქვს მუსიკალური მექანიზმი. ზოგიერთ ნამუშევარს კი მანქანის დაქოქვისა და საყვირის ხმაც. მყავს რამოდენიმე უცხოელი კოლეგა, რომელთანაც ვმეგობრობ და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას ხშირად ვუზიარებ.”

ვაჟა ხაჩიურის უნიკალური ნამუშევრები

ვაჟა ხაჩიურის უნიკალური ნამუშევრები

ვაჟა ხაჩიურის უნიკალური ნამუშევრები

ვაჟა ხაჩიურის უნიკალური ნამუშევრები

ვაჟა ხაჩიურის უნიკალური ნამუშევრები

ვაჟა ხაჩიურის უნიკალური ნამუშევრები