2 ივლისი, 2020

ვაჩე რაინდელის ყველაზე გულწრფელი წერილი

ვაჩე რაინდელის ყველაზე გულწრფელი წერილიპოეტი ვაჩე რაინდელი გულწრფელ წერილს აქვეყნებს და ათასობით მკითხველს უზიარებს თავის სრულიად სამართლიან გულისტიკილს:

“ეხ… ჩემო ქვეყანავ, საით მიექანები?

იქნებ ერთხელ ჩემკენ გამოიხედო…!

იქნებ რას გეუბნები? ზურგი რომ მაქციე და ცოცხალი თავით დაეშვი სიბნელისაკენ, სადაც არც ვარსკვლავები და არც მთვარე ანათებს, არამედ სრული სიბნელეა.

როგორი მარტო ხარ და როგორი მიუსაფარი.

მაგრამ ალბათ ჩემი ბრალია ასეთ დღეში რომ ხარ, რადგან თავის დროზე ვერ მოგიარე, ვერ მოგეფერე. ვერ დავიმორჩილე ჩემი დანაწევრებული სხეული და გავცალკევდით ერთმანეთისგან, ამიტომ აღარ მიყურებ.

გამოიხედე, იქნებ დავივიწყოთ ერთმანეთის წყენა და დავეხმაროთ ერთურთს მწუხრისას, რომ უკუნმა ღამემ, რომელმაც თითქოსდა მზე ჩაყლაპა, სრულიად არ დაგვკარგოს.

მე მზად ვარ შენს დასახმარებლად და ვფიქრობ ვიცი, როგორ უნდა გიშველო

უბრალოდ გამოიხედე…”