12 ივლისი, 2020

უნიკალური მუზეუმი ბათუმში, რომელიც დაკეტეს

მუზეუმი ბათუმში, რომელიც დაკეტესბათუმში არსებობს მუზეუმი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია დაკეტილია და დამთვალიერებლებს იქ დაცული ნამუშევრების ნახვის საშუალება არ ეძლევათ.

ცვილის ფიგურების მუზეუმი წინა ხელისუფლების დროს გაიხსნა და უკვე 8 წელია დაკეტილია.

ირაკლი ჟვანია, მოქანდაკე:

“როგორი მუზეუმი გააკეთეს ქართველებმა ბათუმში, ტიუსოს მუზეუმს არაფრით რომ არ ჩამოუვარდება… ასეთ ნიჭიერ ხალხს გამოიყენებდა ქვეყანა არგონავტიკის, ღვინის, სამხედრო ოსტორიის, ეთნოგრაფიის თემების გაცოცხლებისთვის…

ამის მაგივრად 8 წელია დაკეტილია მნახველებისთვის ეს სანახაობა და პასუხსაც არავინ სცემს ავტორებს რისი მიზეზით… ან შეეკვეთათ ახალი ობიექტი ამ ადამიანებისთვის, რამდენი თემაა საინტერესო, რომელიც არ არის გაკეთებული…

ღმერთო, შენ დაიფარე საქართველო ჩინოვნიკებისგან და სხვა ყველა მტერს გავუმკლავდებით აუცილებლად…”

მუზეუმი ბათუმში, რომელიც დაკეტეს