26 ივლისი, 2020

სანდრო ნებიერიძის უდიდესი აღიარება

სანდრო ნებიერიძის უდიდესი აღიარებაახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა და კომპოზიტორმა სანდრო ნებიერიძემ უდიდესი აღიარება გერმანიაში მოიპოვა:

“წარმოუდგენლად მაგარი ამბები გერმანიიდან!

სულ ახლახანს გავიგე რომ ჩემი სოლო ალბომი ნომინირებულია გერმანულ, უპრესტიჟულეს კლასიკურ პრიზზე – Opus Klassik – თანაც ორ კატეგორიაში: წლის ინსტრუმენტალისტი და წლის მომავლის მუსიკოსი!

ხუმრობა არ გეგონოთ, მანდვე არიან ხატია ბუნიათიშვილი, მარიამ ბაწაშვილი, ჯორჯ ლი, ნელსონ ფრეირი, ფაზილ სეი, ლუკა დებარგი, ბორის გილტბურგი და კიდევ მრავალი სხვა, ვის ხსენებაზეც მათი სახელის მცოდნეთ გული გვიჩქარდება…

მოკლედ, ოქტომბრამდე დაველოდოთ და ვნახოთ რა იქნება!

უდიდესი მადლობა პატრიცია ჯონსტონს, ვისი უდიდესი დახმარება და შრომა რომ არა, არც ალბომი იარსებებდა და არც ნომინაციაზე წარმადგენდნენ!

ასევე უდიდესი მადლობა შორენა ცინცაბაძეს, ვინც სრულიად მოულოდნელად შემატყობინა ნომინაციის შესახებ!”