15 ივლისი, 2020

ნინიკო მორბედაძე ლონდონის აუცქიონზე

ნინიკო მორბედაძე ლონდონის აუცქიონზექართველი ხელოვანის ნინიკო მორბედაძის ნამუშევარი “დროის მიღმა” ლონდონის ფილიპსის თანამედროვე ხელოვნების აუქციონზეა წარმოდგენილი.

აუქციონი 15 ივლისს გაიმართება. ქართველი ხელოვანის 147-ე ლოტად წარდგენილი ნამუშევრის საწყისი ფასი 12.000 ფუნტი სტერლინგია.

მთლიანობაში აუქციონი 233 ლოტს მოიცავს და ისეთი მნიშვნელოვანი სახელების გვერდით, როგორიცაა გერჰარდ რიხტერი, ოლაფურ ელიასონი, დემიენ ჰერსტი, ანიშ კაპური, ჯორჯ კონდო, ოსკარ მურილიო და მარკ ქვინი, ქართველი ნინიკო მორბედაძეც ღირსელადც არის წარდგენილი.

აუქციონი “New Now” წელიწადში ორჯერ, ლონდონსა და ნიუ-იორკში იმართება, სადაც თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. ‘New Now’ ახალი მხატვრების აღმოჩენის უნიკალური საშუალებაა. ამ აუქციონზე წარმატებით გაყიდული ნამუშევრების ავტორები საერთაშორისო არტმარკეტის მონაწილეები ხდებიან.