6 ივლისი, 2020

ლეგენდარული ენიო მორიკონე გარდაიცვალა

ლეგენდარული ენიო მორიკონე გარდაიცვალა91 წლის ასაკში ლეგენდარული კომპოზიტორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა.

გრემის, ოსკარის, ოქროს გლობუსის, დავიდ დი დონატელოს არაერთგზის მფლობელმა მაესტრომ შექმნა დაუვიწყარი მუსიკა ფილმებისთვის.

იტალიელი კომპოზიტორის 500-ზე მეტი ნაწარმოები აჟღერდა მსოფლიოში აღიარებული რეჟისორების სერჟიო ლეონეს, ბერნარდო ბერტოლუჩის, პიერ პაოლო პაზოლინის ფილმებში.

ენიო მორიკონეს კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის 2007 წელს ოსკარი მიენიჭა.