9 ივლისი, 2020

გენრი დოლიძის განსაკუთრებული ჩანაწერი

გენრი დოლიძის დაუვიწყარი ჩანაწერიპოეტ გენრი დოლიძეს თავისი გულწრფელი შემოქმედებით ათასობით მკითხველი ჰყავს.

“არტ ინფო” გთავაზობთ მის ერთ-ერთ ლექსს “ერთი ხელით”, რომელიც ნამდვილად დიდხსნა არ დაგავიწყდებათ:

“ერთი ხელით ცოტნე ვზარდეთ, მეორეთი ბაღვაში.
ერთ ხელს ომში ვიყენებდით, თოხნასა და ბარვაში.
მეორეთი ძმას ვახრჩობდით, თითს ვუქნევდით ნათესავს
ხან ვანგრევდით წინაპართა ნალაციცარ-ნაკვესარს.
იყო დრო და ვიკაენეთ, ხანაც ვიიაფეტეთ,
ხან მტერს თავი დავუხარეთ, ხან ძმას მუშტი ვაფეთეთ…
ერთი ხელით სადედოფლოდ გამოვზარდეთ ლომქალი,
მეორეთი წიწამურთან საქართველო მოვკალით…
ხან ვუცქერდით მზიან ღამეს, ხან უმზეო აისებს,
ხანაც ვიცხრააპრილეთ და ხანაც ვიექვსმაისეთ
თავს რომ ვიქებთ გაგვიზრდია აკაკი თუ ილია…
გავიხსენოთ საფარბეგიც ჩვენი გამოზრდილია…
ცალი ხელით ზარებს ვრეკდით, იალბუზი დავძარით,
მეორეთი დავანგრიეთ სამრეკლოც და ტაძარიც…
მეორდება ისტორია თავიდან და ბოლოდან
ალბათ ჯობდა თავიდანვე ცალი ხელი გვქონოდა.”