28 ივლისი, 2020

გახდით საუკუნის პროექტის მონაწილე

ისტორიული ხელშეკრულება პანტომიმის თეატრისთვის– გინდა გახდე საუკუნის პროექტის მონაწილე? აკრიფე ტელეფონის ნომერი: 0 901 701 528 – აცხადებენ პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელები.

თეატრს მიწის ნაკვეთი უკვე აქვს, რომელიც თბილისის მერიამ გადასცა, თანაც ეხმარება თეატრის აშენებაში, თუმცა პანტომიმის თეატრის თითოეული წევრის დიდი სურვილია, ყველამ ერთად ავაშენოთ თეატრი, რომელიც ყველასგან გამორჩეული იქნება.

– ჯანსაღი ცხოვრების წესი, პლასტიკა, მოძრაობა, მიმიკა, პანტომიმა – ეს არის ყველას ცხოვრება.
ჩვენი ხელოვნება თქვენია!
ჩვენი თეატრი თქვენია!
დაგვეხმარე 1 ლარით და ქვეყანას ექნება პანტომიმის თეატრი ისეთი როგორიც შენ გინდა!
თეატრი ქვეყნის უდიდესი სახელია!
თეატრი შენდება საუკუნეში ერთხელ და ზუსტად ახლა გაქვს შანსი ააშენო შენი თეატრი საქართველოში!
ამირან შალიკაშვილის ფონდი არის შექმნილი ყველა ხელოვანისთვის!
გახდი ჩვენი წევრი და ფონდი ხელს შეგიწყობს შემოქმედებით ცხოვრებაში, რადგან თეატრი ჩვენი ცხოვრებაა!

აკრიფე: 0 901 701 528 – ზარის ღირებულება 1 ლარი. თანხა შეგიძლიათ დარიცხოთ ფონდის ანგარიშზე,” – ნათქვამია პანტომიმის თეატრის ოფიციალურ განცხადებაში.

გახდით საუკუნის პროექტის მონაწილე