18 ივლისი, 2020

ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მერაბ ბერძენიშვილზე

ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მერაბ ბერძენიშვილზექართველ მოქანდაკეზე მერაბ ბერძენიშვილზე ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება.
ორგანიზაციის “SOS ბავშვთა სოფელი საქართველოს” ინფორმაციით, ავსტრიის ქალაქ იმსტში დგას ქართველი მოქანდაკის მიერ დამზადებული ძეგლი და მას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა:

“იცოდით, რომ ავსტრიის ქალაქ იმსტში, სადაც პირველი ბავშვთა სოფელი აშენდა, დგას ჰერმან გმაინერის ძეგლი, რომელიც ცნობილი ქართველი მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის შექმნილია?

ეს ძეგლი საჩუქრად გადაეცა ავსტრიას, როგორც სიყვარულის და მადლიერების ნიშანი მსოფლიო მნიშვნელობის კეთილი საქმის კეთებისთვის.

ჩვენთვის განსაკუთრებულად აღსანიშნავი და სასიხარულოა, რომ წელს ამ ქანდაკებას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა!”