28 ივნისი, 2020

ტერენტი გრანელის განსაკუთრებული სითამამე

ტერენტი გრანელის განსაკუთრებული სითამამეპოეტი ტერენტი გრანელი და მისი შემოქმედება ნამდვილად იყო, არის და იქნება რადიკალურად განსხვავებული და თვითმყოფადი ქართულ პოეზიაში.

ხელოვანი დათო სიმონია მიიჩნევს, რომ პოეტს ეყო სითამამე და სოციო-პოლიტიკური სიმახინჯეები გააკრიტიკა:

“ხანდახან პოლიტიკური გარემო იმდენად ზემოქმედებს არტისტების მგრძნობიარე ბუნებაზე, დიდწილად განსაზღვრავს მათი კომუნიკაციის ტონს – ზუსტად ისე, როგორც ტერენტი გრანელი და მისი პოეზიაა მაშინდელი საქართველოსავით დაღვრემილი…

მიუხედავად მელანქოლიისა, პოეტს აღმოაჩნდა სითამამე სოციო-პოლიტიკური სიმახინჯეების გასაკრიტიკებლად. ამის გამო, მისი ცხოვრება დაღარული იყო სიღარიბით, აუღიარებლობითა და დევნით.

გრანელი ის იშვიათი პოეტია, რომელსაც არც ერთი სტროფით არ გაუმდიდრებია მაშინდელი “პარტიული პოეზია”. სამაგიეროდ, ის ზუსტად აფასებდა და დიდებული ეპითეტებით ამკობდა მის თანამედროვე, ასევე გარიყულ პოეტს:

გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.”