27 ივნისი, 2020

“როცა აყვავდა ნუში” – ფილმი საოცარი მორალით

"როცა აყვავდა ნუში" - ფილმი საოცარი მორალითრეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ფილმი “როცა აყვავდა ნუში” ათეული წლის წინ გადაიღო, თუმცა რაც დრო გადის, მისი ნამუშევრის მორალი – “კაცი იმით ფასდება, რამდენს იტვირთავს ცხორებაში“ – სულ უფრო აქტუალური ხდება.

თამარ ქორიძე:

„როცა აყვავდა ნუში“ – ფილმი მარადიული პრობლემით – თავად აღსაზრდელი მშობელი, შვილის აღზრდაში დაშვებული შეცდომები და მისი სავალალო შედეგები…

მშობლების ყოვლისშემძლეობისა და კანონის უზენაესობის უგულებელყოფის განცდით გაზრდილი (და არა აღზრდილი), გათავხედებული შვილი, მისი პიროვნული ტრაგედია – კაცობისა და ღირსების დეფიციტი, ცნება – პატიოსნების გაბითურება. მშობლის მიერ მძიმე არჩევანის გაკეთებისთვის გაწირული შვილი – ჩადენილი დანაშაულის აღიარების გზით ღირსების შენარჩუნება თუ ნაყიდი თავისუფლების გზით მისი დაკარგვა…

ნახევარი საუკუნის წინ გადაღებული ფილმი მისი დღემდე აქტუალური მორალით – „კაცი იმით ფასდება, რამდენს იტვირთავს ცხორებაში“.