13 ივნისი, 2020

რობერტ სტურუას უმთავრესი ამბავი

რობერტ სტურუას უმთავრესი ამბავირეჟისორ რობერტ სტურუას თავისი ცხოვრებიდან არაერთი ამბავი აქვს გასახსენებელი, თუმცა არის მის ბიოგრაფიაში ისტორია, რომელიც არასოდეს ავიწყდება:

„ერთხელ ნასვამი დავბრუნდი შინ და ვცდილობდი, ჩუმად გამეღო კარი, დედა რომ არ გამეღვიძებინა.
შევედი სახლში და დედაჩემის პირისპირ აღმოვჩნდი. ვიფიქრე, დავიღუპე, საყვედურებით ამავსებს-მეთქი. მაგრამ არა, ყურში ჩამჩურჩულა:

– ფრთხილად იყავი, მამაშენი ძალიან გაბრაზებულია, სამზარეულოში ზის და გელოდება. რა ჩაიდინე, ბიჭო, ასეთი…

შევედი სამზარეულოში. დაჯექიო, დავჯექი. დიდი პაუზის შემდეგ დაიწყო:

– დღეს რესტორან “თბილისში“ რუსთაველის თეატრის მსახიობებეთან ვიქეიფე (ეჰ, ვინღა მოჰკრავს თვალს რესტორან „მერიოტში“ ჩვენს მსახიობებს…“) დიდებული პურ-მარილი იყო, ვუსმენდი ჩემს საყვარელ ადამიანებს და მივხვდი – შენ თეატრში პატივს არ გცემენ. ერთი კეთილი სიტყვა არავინ შეგაწია. საშინლად მეწყინა. მითხარი რა მოხდა, ასეთი რა დააშავე?

უცებ დავმშვიდდი და ვეუბნები:

– რობერტ, შენ მხატვარი ხარ, მე კი – რეჟისორი. მთელი ცხოვრება სილამაზეს ეტრფი – დგახარ მარტოკა სახელოსნოში და შენს ტილოებზე მახინჯები ლამაზები ხდებიან, ლამაზები კი – მზეთუნახავები. ყველას ეყვარები, აბა რა! მე რა ვქნა, გუშინ როლები გავანაწილე და სია გამოაკრეს: 12 გმირი – 12 მსახიობი, თეატრში კი ასამდე მსახიობია. დილით გამარჯობა არავინ მითხრა. ისინი, ვინც გავანაწილე, საერთოდ არ გამოჩენილან, „დაჩაგრულები“, რომ არ გაეღიზიანებინათ. ასეთია რეჟისორის ხვედრი.

მამაჩემი კარგახანს მიყურებდა, მერე ამოიოხრა, შუბლზე მაკოცა და აბა შენ იციო, მითხრა.“