19 ივნისი, 2020

რას აკეთებს “ხელოვნების პროფკავშირები”?

მაია შენგელიას უმძიმესი მდგომარეობა– რას აკეთებს “ხელოვნების პროფკავშირები”? – კითხულობს რეჟისორი მაია შენგელია:

“ვინმემ იცის რას აკეთებს “ხელოვნების პროფკავშირები”? საერთოდ რაში გვჭირდება ეს ორგანიზაცია, თუ როცა ვშიმშილობთ, მაშინ ხმას არ ამოიღებს? მხოლოდ იმიტომ უნდა არსებობდეს, რომ შემორჩენილი შენობა აქირაოს და ერთმა მუჭა ხალხმა ისარგებლონ?! ფიქრობს ამაზე ვინმე?!

მეგობარი მყავს, კლასელი, პროფკავშირებში მუშაობს და ხმალამოღებული იბრძვის თავისი დარგის წარმომადგენელთა პირობების გასაუმჯობესებლად!

ჩვენ რად გვინდა ეს იმპოტენტი ორგანიზაცია?! დრო მოვიდა საკუთარ თავზე ვიზრუნოთ და ახალი პროფკავშირების შექმნაზე ვიფიქროთ!”