11 ივნისი, 2020

ყველაზე ორიგინალური ვიდეო მორის ფოცხიშვილისთვის

ანათემა - მორის ფოცხიშვილიპოეტი მორის ფოცხიშვილისთვის მისმა შვილებმა თამრიკო და ბასა ფოცხიშვილებმა ყველაზე ორიგინალური ვიდეორგოლი შექმნეს.

“სსუ!” – ასე უწოდა პროექტს ბასა ფოცხიშვილმა, რომელშიც პანდემიის ფონზე სხვადასხვა სფეროში ცნობილი ხელოვანები მამის პოეზიის გარშემო გააერთიანა.

დავით დოიაშვილმა, დავით ევგენიძემ, ნიკუშა შენგელაიამ, ნინო სუხიშვილმა, ნატო მეტონიძემ, უცნობმა, გოგი ჭიჭინაძემ, გოგოლა კალანდაძემ, ლიზა ბაგრატიონმა, დათუნა სულიკაშვილმა, ნანკა კალატოზიშვილმა, თაკო ჩხეიძემ, ზაალ ჩიქობავამ და დავით გურგულიამ პოეტის საუკეთესო ლექსები ფართო საზოგადოებას ორიგინალურად გააცნეს.