3 ივნისი, 2020

ლელა ვეფხვაძის ურთულესი მდგომარეობა

ლელა ვეფხვაძის ურთულესი მდგომარეობა9 აპრილის უსინათლო გმირს, მომღერალ ლელა ვეფხვაძეს ურთულესი მდგომარეობა აქვს – მას ნაქირავები ბინის დაცლას სთხოვენ:

“ისევ! ისევ აბარგება! ახლა დამირეკა სახლის პატრონმა და მითხრა, რომ ბინის გაყიდვა უნდათ სასწრაფოდ და უნდა დავცალოთ ბინა.

აღარ ვიცი, რა ვქნა – ჯერ ბინა იპოვნო და თან ისეთ ადგილას, რომ ადვილი იყოს 2 უსინათლო ადამიანისთვის სასიარულოდ, რომ იპოვო ადამიანი, ვინც გააფორმებს ხელშეკრულებას და წამოვა ამ ნაწილობრივ დაფინანსებაზე.

დავიღალე, ხალხო, დავიღალე! ნუთუ არ შეიძლება რომ 1 ბინა, 1 ბინა მეღირსოს რომ დავეგდო და არ მეშინოდეს ქუჩაში გაგდების! წარმოდგენა არ მაქ რა უნდა ვქნათ ახლა. იმ დღეს ბაბუ ამბობდა, დედა, მინდა ეს სახლი ჩვენი იყოსო, მაგრამ პასუხი არ მქონდა. ახლა?! ახლა რა უნდა ვქნა, რააა?!”