9 ივნისი, 2020

კარგი ამბავი ნაღვარევის ეკლესიაზე

ნაღვარევის ეკლესიას ჩინელები ანგრევენნაღვარევის ეკლესიაზე, სადაც 300-მა არაგველმა კრწანისის ბრძოლის წინ ფიცი დადო, ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი კარგ ამბავს ავრცელებს:

“კარგი ახალი ამბავი ნაღვარევის ეკლესიაზე – კულტურული მემკვიდრების დაცვის ეროვნული სააგენტო ჩინური კომპანიისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფას და აქამდე ჩატარებული სამუშაოების დაკონსერვებას ითხოვს.

ამის შესახებ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტისთვისაც უცნობებიათ. ეს სიახლე რამდენიმე წუთის წინ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ბექა ბარამიძისგან შევიტყვე.

მიუხედავად ამ კარგი ამბისა, სანამ აქამდე ჩატარებულ სამუშაოებს მიწა არ მიეყრება, ამბავს პირადად მე, ყოველდღე მოვიკითხავ.”