1 ივნისი, 2020

ინოლა გურგულიას ანდერძი

ინოლა გურგულიას ანდერძიარაერთი ცნობილი სიმღერის ავტორმა და უბადლო შემსრულებელმა ინოლა გურგულიამ თავის შვილს მამუკა სალუქვაძეს ანდერძი დაუტოვა, რომელსაც თამრო ოქრუაშვილი გვიზიარებს:

“მამუკა სალუქვაძის დედის ინოლა გურგულიას ანდერძიდან:

“მამუკა, დედი! შენ შემოგევლოს შენი დედიკო, შენ იცი, როგორ ლამაზად გამიგრძელებ და გამიხანგრძლივებ სიცოცხლეს. დედის დამარხვა ვაჟკაცის ვალია, შენ პირველი არ ხარ, გახსოვდეს. რა აზრი აქვს სხეულს და მძორს, როცა ჩემი სული შენში ცოცხლობს, ჩემი ათასი ფიქრი და გრძნობა შენში გრძელდება, სიცოცხლევ ჩემო.

იყავ ბედნიერი მასთან, ვინც გიყვარს. იყავ ჩემსავით ხალისიანი, გიყვარდეს მამული შენი და იცოდე, რომ შენი ნიჭით და კალმით დიდი ვალი გაქვს ღვთის წინაშე. ნუ გეშინია, დედი! სულ გახსოვდეს, მე შენში ვარ და ამით შენთან ვარ მუდამ…”

…მამუკას სიტყვებით რომ ვთქვათ: “რა რთულია ყველაფერი ქართული”…