13 ივნისი, 2020

ეთერ თათარაიძის გულწრფელი აღიარება

ეთერ თათარაიძის გულწრფელი აღიარებაფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ გადაწყვიტა ათასობით მკითხველისთვის თავისი გულწრფელი აღიარება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ლექსით “დაბადება” გაემჟღავნებინა:

“ჩემს დაბადებას შუშხუნები არ მოჰყოლია
და არც ცხენები საუწყებლად არ გაახელეს,
აგვისტოს ღამე ეყრებოდა მწვერვალს თოვლიანს,
თუშურ ბაშტეში დედა უხმოდ იმტვრევდა ხელებს.
გაჩნდა ქალი და რა ზეიმი უნდოდა ამბავს,
გამოჰყოლოდა მაცნეს გარეთ კილო ბოდიშის,
ამბობენ, თურმე, სანადიროდ წასულმა მამამ,
თოფი დასცალა საჯიხვეზე ბიჭის ლოდინში.
ლაშარს იახსარს შემავედრა მხოლოდ ბერ დედამ,
პაპამ ნაწყენმა დაფარაო გულში ნადები,
ქვეყნად ჩემს მოსვლას ერქვა მაინც ხომ დაბადება,
რა მიჭირს, თუკი ლექსშიც ასე დავიბადები.”