21 ივნისი, 2020

აბსოლუტური სიმართლე პეტრე კოლხისგან

აბსოლუტური სიმართლე პეტრე კოლხისგანპოეტი და დეკანოზი პეტრე კოლხი აბსოლუტურ სიმართლეს გვამცნობს საზოგადოებას პროვინციალიზმზე, სოფლელობაზე და ქალაქელობაზე:

“იმისათვის, რომ შინაგან პროვინციალიზმს თავი დააღწიო, უბნის გამოცვლა, ბრენდების ჩაცმა, ერთი ხელით ყავის დალევა და მეორეთი სიგარეტის გაბოლება არა, კულტურა, ადამიანობა, უბრალოება და გემოვნება უნდა გამოავლინო.

სადაც არ უნდა წახვიდე, შენი ბუნება და ხასიათი თან მოგყვება.

რა მნიშვნელობა აქვს სად ცხოვრობ, ან რას მოღვაწეობ, ადამიანობას ვერ შეიძენ, ვერ შეისყიდი, თუ მასზე თავად თქვი უარი.

ყველას თავის ქმედებაში ეტყობა, ვინ არის და რას წარმოადგენს.

სოფლელობა ის კი არ არის, ვიღაც რომ სოფელში ცხოვრობს.

გამოუსწორებელი სოფლელობაა, როცა ქალაქელობას ეპოტინები და მხოლოდ სხვისი ცხოვრების განხილვით ხარ დაკავებული…

როცა სხვას მდინარეს უწუნებ და თავად ჭაობში იხრჩობი!”