24 მაისი, 2020

უყურადღებოდ დარჩენილი გუჯა ბურდული და გრიშა წიტაიშვილი

უყურადღებოდ დარჩენილი გუჯა ბურდული და გრიშა წიტაიშვილიმსახიობების გრიშა წიტაიშვილისა და გუჯა ბურდულის უყურადღებოდ დატოვებაში შესაბამის უწყებებს მაია ბურდული ადანაშაულებს:

“მეზობელი მყავს სანდრო ახმეტელის N6-ში მარტოხელა, ცნობილი მსახიობი გრიშა წიტაიშვილი. დავრეკეთ მერიაში, ძაან კი ერიდებოდა თვითონ: როგორ შევაწუხოო, დავალაპარაკე ოპერატორს ჩემი მობილურით, გადავცემო დაგვპირდა ოპერატორი. მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, არავინ არ შეწუხდა. მთელს მსოფლიოში ჰყავთ კუმირები, ხალხის რჩეულნი, თქვენ?

მამას, მსახიობ გუჯა (ელგუჯა) ბურდულს, 3 თვეში ერთხელ 100 ლარით უფინანსებდით მედიკამენტებს, როგორც ყველა პენსიონერს. მერიამ ამ ჯერზეც უარი გვითხრა, მაინტერესებს რატომ? ადრე რომ დავდე ასეთი კომენტარი მერიის გვერდზე, მამას კი დაეხმარეთ, მაგრამ მე მერიის სტრუქტურაში ვმუშაობდი, 300 ლარი მქონდა ხელფასი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში და გამათავისუფლეთ სამსახურიდან. ახლა რას იზამთ?”