19 მაისი, 2020

უპასუხეთ სტეფანეს

უპასუხეთ სტეფანესმომღერალი სტეფანე კითხვას სვამს და მასზე რეალურ პასუხს ითხოვს:

“მუსიკოსებზე რატომ არ ფიქრობენ არასდროს..?

ყველა არეულობის დროს ეს პროფესია კარგავს აზრს, მაგრამ ესეთ ვითარებაში, სადაც ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს, არავის არ ადარდებს, გამონაკლისების გარდა.

ეტყობა, ჰგონიათ, რომ სფერო რადგან გართობასთან არის დაკავშირებული, ჩვენ უდარდელი ცხოვრება გვაქვს.

ამ შემთხვევაში ჩემს თავს ნაკლებად ვგულისხმობ. დიდ პროექტზე ვმუშაობ. კოლეგების პრობლემები მადარდებს, არ გაგიკვირდებათ, იმედია, და მერე ჩემი თავიც, თუ გავითვალისწინებთ ყველა მეცნიერის პროგნოზს, რომ 1 წელი მინიმუმ კონცერტი ვერ ჩატარდება.”