17 მაისი, 2020

უმარტივესად ნათქვამი ჭეშმარიტება ნათია ფანჯიკიძისგან

უმარტივესად ნათქვამი ჭეშმარიტება ნათია ფანჯიკიძისგანფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე უმარტივესად განმარტავს ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებას, რაც თითოეულმა ჩვენთაგანმა კარგად უნდა დავიმახსოვროთ:

“რომ გამოაცხადონ, ნაბიჯი წინ გადმოდგით ყველაზე ლამაზებმა – გეყოფათ ნარცისიზმი, რომ გამოხტეთ წინ?

რომ დაიძახონ, ნაბიჯით წინ გამოდით ყველაზე ჭკვიანები – გეყოფათ თავდაჯერება, რომ გამოხვიდეთ?

რომ გეუბნებიან, ვინც ოჯახის სიწმინდის მაგალითი ხართ, გამოდით, დავენახოთ სხვებს – რამდენი ყოფილხართ, ღმერთმა სიკეთე მოგცეთ.

ამპარტავნების ცოდვაში ფეხი არავის ჩაუცდეს, მხოლოდ ამის მეშინია ასეთი თვითშეფასების ხილვის დროს.

სიტყვა სიწმინდე თვალუწვდენელ სიმაღლედ მიმაჩნდა სულ და რა იოლი გახდა ყველაფერზე პრეტენზია.”