24 მაისი, 2020

თბილისში ისტორიული შენობა ჩამოინგრა

თბილისში ისტორიული შენობა ჩამოინგრათბილისში კიდევ ერთი ისტორიული შენობა ჩამოინგრა.

ინფორმაცია ხელოვნებათმცოდნემ ვლასი ვაწაძემ გაავრცელა:

“დავით შალიკაშვილის ინფორმაციით, (დათოსთან ერთად ვაკეთებთ ფოტო და ვიდეო სიუჟეტებს თემაზე: “გადაუღე ფოტო თბილისის ძეგლებს, რომელიც მალე აღარ იქნება”) “დღეს საღამოს სულთნიშნის ქუჩაზე (ყოფ. აკოფიანის) სამწუხაროდ, კიდევ ერთი ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე შენობა ჩამოინგრა.

ერთი კინკილა ბიჭი იყო მოსული ძველი თბილისის გამგეობიდან, 1 საათის მერე პატრული მოვიდა, ლენტა გააბა და დაიშალნენ.”