31 მაისი, 2020

სრულიად უცნობი სიახლეები საქართველოზე

სრულიად უცნობი სიახლეები საქართველოზე“ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ” – ასე ჰქვია გამოცემას, რომელსაც ისტორიკოსი გიორგი კალანდია საზოგადოებას სულ მალე წარუდგენს:

“ორწლიანი შრომის შედეგი: “ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ”. 200-ზე მეტი წყარო, თარგმანით და შესაბამისი კომენტარებით. XVI-XIX საუკუნეები: იწყება ტიუდორების კანცელარიიდან და მთავრდება “The Times”-ის არქივით. აქ არის ყველაფერი: სიმონ პირველი, ბრძოლა თბილისისათვის, საქართველო და ევროპა, დადიანები, ლაზები, ყირიმის ომი და საქართველო…. 400 გვერდი. 150-ზე მეტი ფერადი ილუსტრაცია…

წიგნი მომავალ კვირას სტამბაში წავა. ყდაზე: წმინდა გიორგი ბირლინგემის ტაძრის ვიტრაჟიდან. წმინდა გიორგი ისევე როგორც საქართველოს, ბრიტანეთის მფარველადაც ითვლება. აღნიშნული შრომა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.”