14 მაისი, 2020

სოსო ჩხაიძის გამოსაშტერებლად ლამაზი ფილმი

სოსო ჩხაიძის გამოსაშტერებლად ლამაზი ფილმიასე აფასებს მწერალი და დრამატურგი დავით გაბუნია რეჟისორ სოსო ჩხაიძის დოკუმენტურ ფილმს სახელწოდებით “კოლხიდა”.

“თუში მეცხვარის” რეჟისორის საკურსო ნამუშევარი 1967 წელსაა გადაღებული:

“სოსო ჩხაიძის აბსოლუტურად გამოსაშტერებლად ლამაზი 20-წუთიანი დოკუმენტური ფილმი “კოლხიდა”. ოპერატორი რომან წურწუმია. “თუში მეცხვარის” რეჟისორის ეს ნამუშევარი 1967 წელსაა გადაღებული:

მსგავსი მე არაფერი მინახავს – ეს ნატურა, კოლხეთის ჭაობი, ზღვა, პალიასტომი და ა.შ. მგონი ასე საოცრად არავის არ გადაუღია. თან 1967 წელსაა (!) გადაღებული. არ დაგეზაროთ ნახვა.

ანა ძიაპშიპამ მირჩია, სამარის კარამდე მადლიერი ვიქნები.”