11 მაისი, 2020

საუკეთესო მიძღვნა ქართველ ქალებს

ქალბატონებისთვის არაერთ პოეტსა თუ მწერალს მიუღძვნია ლექსი, ჩანახატი ან მოთხრობა.

გამონაკლისი არც მწერალი გურამ ქართველიშვილია. “ქალებო!” – ასე ჰქვია მწერლის ლექსს, რომელიც ქართველ მანდილოსნებს მიუძღვნა:

“ქალებო, გულის ალებო, ქმრიანებო თუ ცალებო,
ჯილაგის მატარებლებო, სხივებიანო თვალებო,

დღევანდელობის ბურჯებო, ოჯახში დასაუნჯებო,
ქართულო ,,ტანო ტატანო”, მზეთუნახავო გურჯებო,

ზოგჯერ ზურგებში დანებო, სხვებისთვის დასანანებო,
მტრისგან მომკილო ყანებო, გადამთიელის ,,ზმანებო”.

ჩვენი ცხოვრების ხიდებო, ნებისყოფებო, დიდებო,
შრომაში დაუზარელნო, გაჭირვებაში მშვიდებო,

ჩვენი გულების ცალებო, იაგუნდებო, ლალებო,
მიჯნურთ ნაკოცნო კვალებო, ქალებო, ჩვენო ქალებო!!!”