18 მაისი, 2020

სასწაულით შექმნილი სიმღერა თამრიკო ჭოხონელიძის და მარიამ როინიშვილისგან

სასწაულით შექმნილი სიმღერა თამრიკო ჭოხონელიძის და მარიამ როინიშვილისგანმომღერალმა დედა-შვილმა თამრიკო ჭოხონელიძემ და მარიამ როინიშვილმა მსმენელს ულამაზესი სიმღერა აჩუქა.

“იავნანა ფეხმძიმეთათვის” – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ნამდვილ სასწაულთან არის დაკავშირებული

დათო არჩვაძე, მომღერალი და კომპოზიტორი:

“პრემიერა – იავნანა ფეხმძიმეთათვის მარიამ როინიშვილის და თამრიკო ჭოხონელიძის შესრულებით დეკანოზ თავმას ჩოხელის ლექსზე. მუსიკის ავტორი: ჩემი ვაჟკაცი ნიკოლოზ არჩვაძე.

ძვირფასო დედებო, მოეფერეთ თქვენს პატარა ანგელოზებს მუცლად ყოფნის პერიოდიდან ამ სიმღერით…

პირველად ვასაჯაროვებ, მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ ჩაიწერა. ლექსის ავტორი გახლავს მამა თავმას ჩოხელი და მუსიკა წლის და 6 თვის ასაკში შექმნა ჩემმა შვილმა ნიკოლოზ არჩვაძემ. ამ სიმღერის შექმნა ძალიან უცნაურად და სასწაულად მოხდა!

ალბათ, ბევრი იტყვის, გაგიჟდაო ჩემზე. კიდევ კარგი, მომსწრეა ჩემი მეუღლე ამ ფაქტის, რომელიც ძალიან რეალისტია და არ უყვარს გადაჭარბებული რაღაცეები. ჩემი ყურით გავიგონე პატარა ერთ ოქტავიან სათამაშო პიანინოზე როგორ დაუკრა პატარა ნიკოლოზმა სიმღერის ძირი მელოდია, რაზეც არის აგებული მთლიანი სიმღერა. ითვლება, რომ ჩემი დამუშავებულია მისი მუზა, ავტორობას ნამდვილად ვერ დავიბრალებდი.

ახლა მეორე სასწაული: ამ ფაქტიდან მეორე დღეს, მირეკავს ნიკოლოზის ნათლია ჩვენი მამა თავმასი და მეუბნება, ტაძარში გამოდი სასწრაფოდ, ისეთ თემატიკაზე შევქმენი ლექსი, რომ ძალიან გაგიკვიედება და გაგიხარდებაო. იმ პერიოდში ჩემი მეუღლე ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ და მამა თავმასის მეუღლეც პატარა გაბრიელზე იყო ფეხმძიმედ…

მივედი, მომაწოდა თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი ლექსი და დავხედე და ვიმღერე პირდაპირ ეს სიმღერა ისე, რომ ერთი მარცვლის შეცვლაც არ დასჭირდა არა და, კი ვიცით ყველამ, როგორი რთული პროცესია მელოდიის და ლექსის შერწყმა და სიმღერის დამუშავება და გამზადება.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში მამაოზე დამაჯერებელი მოწმე ვინ უნდა მყავდეს…”