27 მაისი, 2020

სამშობლოს იდეალური განმარტება ნოდარ დუმბაძისგან

სამშობლოს იდეალური განმარტება ნოდარ დუმბაძისგანმწერალი ნოდარ დუმბაძე კითხვაზე “თქვენ როგორი სამშობლო გიყვართ?” – ასე პასუხობს:

“…მაინც რაო, თქვენ როგორი სამშობლო გიყვართ?
– ყველანაირი!
– მაინც, მაინც?!
– ყველანაირი, ცუდი, კარგი, მახინჯი, ლამაზი, მშიერი, მაძღარი, შიშველი და შემოსილი, ბედნიერი და უბედური… ყველანაირი… იმიტომ, რომ სამშობლო, ხაჭაპური არ არის, მარტო ყველი რომ გიყვარდეს შიგ და ქერქი არა, არც ქიშმიშიანი ნამცხვარია სამშობლო, ქიშმიში რომ ამოარჩიო შიგ და დანარჩენი გადაყარო, სამშობლო ყველაფრიანად უნდა გიყვარდეს – ქერქიანად, ნახშირიანად, ჰაერიანად, მტვრიანად, ნაკლითა და უნაკლოდ, ყველანაირად.”