25 მაისი, 2020

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 26 მაისს აღნიშნავს

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 26 მაისს აღნიშნავს26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს მოზარდ მაყურებელთა თეატრი საკუთარ facebook გვერდზე აღნიშნავს.

26 მაისს, 15 საათზე ნაჩვენები იქნება რეჟისორ შალვა გაწერელიას სპექტაკლი „აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“.

26 მაისს 18 საათზე წარმოდგენილი იქნება მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია, რომელიც მიეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისა და აკაკი წერეთლის დაბადებიდან 180-ე წლის იუბილეს. მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები დისტანციურად კითხულობენ აკაკის ლექსებს, რაც შეეხება სიმღერებს, ისინი თეატრის სტუდიაში ჩაიწერა.

26 მაისს 20 საათზე კი პატარებს დისტანციურად ზღაპარს წაუკითხავს მსახიობი ვახტანგ ჩაჩანიძე.