2 მაისი, 2020

მედეა ჩახავას სამაგალითო საქციელი

მედეა ჩახავას სამაგალითო საქციელიმსახიობ მედეა ჩახავაზე საუბრისას ყველას ახსენდება დინჯი, გაწონასწორებული, ნაზი ხმით მოსაუბრე უნიჭიერესი მსახიობი, რომელმაც მეგობრობაც და პარტნიორობაც ღირსეული იცოდა.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მედეა ჩახავამ თავის პირველ შვილს – თემურ ჩხეიძეს სახელი განსაკუთრებული ამბის გამო დაარქვა.

მსახიობ აკაკი ხორავას ცხოვრებაში უდიდესი ტრაგედია მოხდა – მას 3 წლის შვილი, თემური მძიმე დაავადებისგან გარდაეცვალა. ექიმებმა პატარას განკურნება ვერ შეძლეს.

მედეა ჩახავამ უნიჭიერეს რეჟისორს თემურ ჩხეიძეს სახელი სწორედ აკაკი ხორავას გარდაცვლილი შვილის საპატივცემულოდ დაარქვა.