26 მაისი, 2020

ის, რაც 26 მაისზე აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

ის, რაც 26 მაისზე აუცილებლად უნდა ვიცოდეთ26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, თუმცა მწერალი როსტომ ჩხეიძე ასე სულაც არ მიიჩნევს:

“განა მერამდენედ შეიძლება გავიმეორო?!

26 მაისის წამოწევა, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღისა, შევარდნაძული დემაგოგობა, უფრო კი თაღლითობა გახლდათ:

გადაეფარა ზვიად გამსახურდიას ღვაწლი, გაექრო მის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღედ 9 აპრილს გამოცხადება და ქვეყნისათვის თავზე მოეხვია უკვე ისტორიაში გადანაცვლებული თარიღი.

ამას გარდა:

26 მაისის დადგენით, როგორც საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა მდგომი თარიღისა (კონსტიტუცია, მოგეხსენებათ, 9 აპრილს აცხადებს დამოუკიდებლობის დღედ), 1921-90 წლების კოლონიალიზმის ხანა თავისთავად უქმდება – თუკი 1918 წლის 26 მაისის შემდგომ საქართველო სახელმწიფოებრივად დამოუკიდებელია, მაშ კოლონიადაც არა ვყოფილვართ. უბრალოდ რესპუბლიკის ერთი სახეობა შეიცვალა მეორე სახეობით, მერე კი მეორე სახეობა შეიცვალა მესამე სახეობით.
ასეთი გადაწერა ისტორიისა, ასეთი აბუჩად აგდება მხოლოდ ბოლშევიკურ-კომუნისტური აზროვნების ნაყოფია.

ვის-ვის და მწერლებს მაინც არ ეპატიებათ 26 მაისის აპოლოგეტობა, ანუ შეგნებულად თუ უნებლიეთ გარევა ბოლშევიკურ-კომუნისტურ თაღლითობაში.

დასავლურ ორიენტაციას გაიძახოდე და… კოლონიალიზმის ხანას უარყოფდე?!

პოლიტიკოსებისაგან – სამარცხვინოა.

მწერლებისაგან – სამარცხვინოზე მეტი.”