9 მაისი, 2020

ჰამლეტ გონაშვილი შინმოუსვლელ ვაჟკაცებზე

ჰამლეტ გონაშვილი შინმოუსვლელ ვაჟკაცებზემომღერალმა ჰამლეტ გონაშვილმა ომში დაღუპულ და შინმოუსვლელ ვაჟკაცებს ულამაზესი სიმღერა მიუძღვნა.

“შინმოუსვლელო სადა ხარ?” – ასე ჰქვია გიორგი ლეონიძის ტექსტზე შექმნილ სიმღერას, რომელსაც ჰამლეტ გონაშვილი ულამაზესად და განუმეორებლად ასრულებს:

“შინმოუსვლელო სადა ხარ?
შენ ხომ თბილისი გიყვარდა,
სად ლპება შენი ქოჩორი
თვალი სად ამოგიღამდა…

თბილისში ვარდი აყვავდა
შენ სად არჩიე დარჩენა,
ნეტავი წამოგახედა
მთაწმინდა კიდევ გაჩვენა.

შორი გამხდარა სავალი
რამდენიც გინდა იარო,
აღარ სჩანხარ და ვერც მოხვალ,
მხედარო, გულ ნატყვიარო.

დედის ცრემლების მაგიერ
გასველებს ღამის ნაწვიმი,
ნაქროლი საქარართველოდან
ფრთას დაგაფერთხავს არწივი.

რომ უფრო მეტად ნათობდეს
შენი სამშობლოს დიდება,
მზე გმირის ხმალზე ბრწყინავი
არასდროს დაიბინდება…”