11 მაისი, 2020

გიორგი შენგელაიაზე განაწყენებული კახელები

გიორგი შენგელაიაზე განაწყენებული კახელებიროდესაც კინორეჟისორმა გიორგი შენგელაიამ თავისი ერთ-ერთი ფილმი “სიყვარული ვენახში” გადაიღო, მას კახელები გაუნაწყენდნენ და ფილმი თამამი სცენების გამო დაიწუნეს.

თუმცა ამ ფაქტს თავად რეჟისორი უარყოფდა და ამბობდა, რომ კახელებს, პირიქით, მისი ეს ფილმი ძალიან მოეწონათ. სამაგიეროდ, ძალიან განაწყენდნენ მიუზიკლზე “სიყვარული ყველას უნდა” და რეჟისორს უთხრეს კიდეც, რატომ გაგვაშაყირეო.

როდესაც გიორგი შენგელაიამ ფილმი “ხარება და გოგია” გადაიღო, ძალიან მოეწონათ და ალალმა კახელებმა რეჟისორს პირდაპირ უთხრეს, ახლა კი შეცდომა ნამდვილად გამოასწორეო.